Friday, October 6, 2017

ჯანმრთელი ცხოვრების წესი

პროექტის სახელწოდება
     ჯანმრთელი ცხოვრების წესი
 პროექტის იდეა
მოსწავლეებში კვლევის, ინფორმაციის მოპოვების უნარი-ჩვევის განვითარება და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა
პროექტის აქტუალობა
დღის რეჯიმის სწორი ორგანიზება (ძილის, კვების, შრომის, დასვენების, პირადი ჰიგიენის, სპორტისა და ..) მიზანშეწონილი განსაზღვრა.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა გაანალიზონ არასწორი დღის რეჯიმის შედეგად მიღებული ზიანი, რომელიც აისახება ადამიანის ჯანმრთლობასა და მის საქმიანობაზე.
 მონაწილეების ასაკი
             14-15 წელი
 ვადები
              5-დღე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გამოიკვლევენ და დაინახავენ არასწორი დღის რეჯიმის უარყოფით შდეგებს. მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის არასწორად შედგენილ დღის რეჟიმს.
რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი (ინტერნეტი), ვიდეო მასალა.
პროექტის მსვლელობა
კლასს ვყოფ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.
I-ჯგუფი: მოიძიონ ინტერნეტით ინფორმაციაიმის შესახებ თუ რა შედეგი მოაქვს ადამიანისთვის არასწორ კვებას.
II-ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია თუ რა როლს ასრულებს პირადი ჰიგიენა და სპორტი ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრებაში. როგორ და რა საშუალებით ცდილობს სახელმწიფო საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა გაუხალისოს ადამიანს (პრემიები, შვებულება, ვინც დაკავებულია სპორტით, არ ეწევა და .).
III-ჯგუფი: მოიძიონ ინფორმაცია, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მავნე ნივთიერებების (ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის ) მოხმარების მიმართ.
საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები იყენებენ სამოქალაქო განათლებაში, ისტორიასა და ბიოლოგიაში მიღებულ ცოდნას. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაში უვითარდებათ: კვლევის, ინფორმაციის მოპოვება-გადამუშავების, პრობლემის წამოჭრის და მისი გადაჭრის გზების ძიების უნარ-ჩვევები, ასევე უყალიბდებათ გუნდური მუშაობის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელი
მარადი მექვევრიშვილი
E-mail: maradimeqvevri@gmail.com